ქართული | English | Rусский
Poll
What do you think about the vocational studies in Georgia?
It has the highest level
It does not exist
It has a low level
I am not interested
 
Georgian Trade Unions Confederation (GTUC)

ევროპული პოლიტიკა პროფესიულ განათლებასა და მოზადებაში  ეფუძნება ევროპის თანამეგობრობის დამფუძნებელი  ხელშეკრულების 150-ე მუხლს, რომელშიც დეკლარირებულია, რომ: "პროფესიულ განათლებაში თანამეგობრობა  ატარებს პოლიტიკას, რომელიც  მხარს უჭერს და ავსებს წევრი სახელმწიფოების ქმედებებს პროფესიული სწავლების შინაარსსა და ფორმაზე მათ მხრიდან მკაცრი პასუხისმგებლობის პირობებში."

 

აგრეთვე პროფესიულ განათლება წარმოადგენს ლისაბონის სტრატეგიის მნიშვნელოვან და განუყოფელ ნაწილს და ხელს უწყობს სამუშაო ადგილების შექმნას. ბრიუგეს ინიციატივის (2001 წ.) შემდეგ დაიწყო ზოგადი და პროფესიული განათლების სფეროებში კოოპერაციის პროცესი. კოპენჰაგენის დეკლარაციამ (2002 წ.) და მაასტრიხტის კომუნიკემ (2004 წ.)  ძირითად განმსაზღვრელ ფაქტორებად და  პრიორიტეტებად მიიჩნიეს ცალკეული სახელმწიფოების დონეზე   პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა, გამჭვირვალობა, აღიარება და ხარისხი.  

ამის შედეგად საფუძველი ჩაეყარა  ორ ფრიად მნიშვნელოვან ინიციატივას: Europass-Training (1998), რომელიც ემსახურება საზღვარგარეთ  შეძენილი კომპეტენციების დადასტურებას და Europass (2004), რომელიც აერთიანებს ხუთ სხვადასხვა დოკუმენტს და მათი მეშვეობით  ევროპის ფარგლებში მარტივად და ვიზუალურად შესაძლებელი გახდება კვალიფიკაციებისა და უნარების დადასტურება.

 

შემდგომ ეტაპზე პროგრამის "ლეონარდო და ვინჩი" (ცხოვრების განმალობაში სწავლების სამოქმედო პროგრამა) ფარგლებში  დაიწყო პროფესიული განათლების სფეროს განვითარების დაფინანსება. აღნიშნულმა  პროგრამამ მხარი უნდა დაუჭიროს პროფესიული სწავლების სრულყოფას და ამ მიმართულებით შეავსოს წევრი სახელმწიფოების მცდელობები, ამასთან ხელი შეუწყოს საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას, სფეროს მობილურობას, აგრეთვე ინოვაციების დანერგვასა და ხარისხის ზრდას და ევროპული განზომილებით  საგანმანათლებლო და სწავლების პრაქტიკების მხარდაჭერას.

 

პროფესიულ განათლებაში ევროკავშირის მიზნების განსახორციელების ხელშეწყობის მიზნით აქტიურად მოქმედებენ  შემდეგი ევროპული ორგანიზაციები:

 

- პროფესიული განათლების განვითარების ევროპული ცენტრი (CEDEFOP),  რომელიც შეიქმნა 1975 წელს, რეზიდენცია - ქ.სალონიკშია;

 

- პროფესიული განათლების ევროპული ფონდი, რომელიც დაარსდა 1994 წელს, შტაბბინა - ქ.ტურინშია;

 

-პროფესიული განათლების საკონსულტაციო კომიტეტი, რომელიც შეიქმნა 2004 წელს, რათა დაეხმაროს კომისიას განათლების სფეროში პოლიტიკის ღონისძიებების განხორციელებაში.

 

- გარდა ამისა - ETUCE, რომელიც წარმოადგენს პროფესიული განათლებისა და მომზადების სფეროს პედაგოგიურ მუშაკებს.  ის აქტიურად მონაწილეობდა ევროკომისიის სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში,რომელიც ემსახურებოდა  პროფესიული განათლების სფეროს მასწავლებელთა პროფესიული კომპეტენციების   განვითარებას /2012-2014/ (შემუშავდა სახელმძღვანელო "პროფესიულ-ტექნიკური განათლებისა და მომზადების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ძირითადი პრინციპები"), გარდა ამისა სწავლებისა და საწარმოო პრაქტიკის გავლის საკითხებს  /2014-2016/.

ETUCE-ს საქმიანობა მიზნად ისახავს:

  • წარმოებებში საწარმოო პრაქტიკის  გავლის ხარისხიანი პროცესის უზრუნველყოფა;
  •  საწარმოებთან  კავშირების დამყარება მოწაფეების მიერ საწარმოო პრაქტიკის გასავლელად სამოსწავლო ადგილების გამოყოფისათვის და  მათი ტექნიკური ცოდნის გაღრმავება-გაფართოების, უწყვეტი უნივერსალური სწავლების უზრუნველყოფის მიზნით;
  • პროფესიული განათლების სფეროში სწავლების ხარისხის გაუმჯობესება.
 
 
Main About usPartnersOur ProgramExpert themesMemorandumsActivitiesContacts
  © 2018 Design by SPAR.GE