ქართული | English | Rусский
გამოკითხვა
რას ფიქრობთ პროფესიული განათლების თაობაზე საქართველოში ?
უმაღლესი ხარისხისაა
საერთოდ არ არსებობს
დაბალი დონეა
არ მაინტერესებს
 
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანები

CEDEFOP -ის (პროფესიული მომზადების განვითარების ევროპული ცენტრი) მიერ  ორგანიზებულ  ღონისძიებაზე, რომელიც ეძღვნებოდა  მოწაფეობის/შეგირდობის ფორმით  სწავლების მართვისა და დაფინანსების საკითხებს,   UEAPME - ის (ხელობების, მცირე და საშუალო საწარმოების ევროპული ასოციაცია) წევრებმა განსაკუთრებით აღნიშნეს   პროფესიული მომზადების სისტემის გაუმჯობესებისა და მცირე და საშუალო ზომის საწარმოთა მხარდაჭერის  აუცილებლობა.


სწავლების ორგანიზების საუკეთესო  ნორმატიული  მოდელის  წარდგენისას CEDEFOP-მა    მონაწილეებს აგრეთვე შესთავაზარიგ ქვეყნებში  პროფესიული განათლების სისტემის  გააუმჯობესების რეკომენდაციები.  


UEAPME - ს მრჩეველმა არნოლდ დე ბორმა აღნიშნა  ყველასათვის ერთიანი მიდგომის  თავიდან აცილების მნიშვნელობა და ის, რომ მოდელი უნდა იყოს ადაპტირებული ქვეყნებში, დარგების/სექტორების მიხედვით  და  კომპანიების სიდიდის გათვალისწინებით,  რის შედეგადაც შესაძლებელი იქნება  იმის თქმა თუ რომელმა მდგომამ იმუშავა უკეთ.  


მან აგრეთვე აღნიშნა მოთხოვნილებებზე ორიენტირებული  სწავლების სისტემების, განათლებისა და ბიზნესის საქმიანი პარტნიორული ურთიერთობის, ასევე კარგად მოაზრებული მართვის სტრუქტურის მნიშვნელობა, რომელიც ითვალისწინებს ბიზნეს-ორგანიზაციების ჩართულობას.


ამჟამად ხელობების, მცირე და საშუალო საწარმოების ევროპულ ორგანიზაციებთან  თანამშრომლობით UEAPME ახორციელებს მოწაფეობის/შეგირდობის ფორმით  სწავლების ეკონომიკური ეფექტურობის ანალიზის  პროექტს. 

უკან
ვიდეო ინტერვიუ
მემორანდუმი პალატასთან 
Video screenshot
 
 
მთავარი ჩვენს შესახებპარტნიორებიჩვენი პროგრამასაექსპერტო თემებიმემორანდუმებიღონისძიებებიკონტაქტი
  © 2018 ყველა უფლება დაცულია Design by SPAR.GE