ქართული | English | Rусский
გამოკითხვა
რას ფიქრობთ პროფესიული განათლების თაობაზე საქართველოში ?
უმაღლესი ხარისხისაა
საერთოდ არ არსებობს
დაბალი დონეა
არ მაინტერესებს
 
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანები

2015-12-09

საქმიანობის პრიორიტეტიდან გამომდინარე საქართველოს პროფესიული განათლების ფონდი, როგორც ბიზნესის ხელშემწყობი ორგანიზაცია (BSO – Busines Support Organisatioin)  მუდმივად  თანამშრომლობს მეწარმეთა სექტორალურ გაერთიანებებთან ან ცალკეულ საწარმოებთან და სხვადასხვა სახის საკონსულტაციო და საგანმანათლებლო მომსახურებას უწევს მათ.

ფონდმა  ხელშეკრულების საფუძველზე დახმარება გაუწია კომპანია „ შავი ზღვის ტერმინალს“  სერვისის სამსახურის  სექტორში მომუშავე პერსონალის სამსახურეობრივ კომპეტენციებთან შესატყვისობის დიაგნოსტიკასა და მისი  პროფესიული განვითარების  რეკომენდაციების შემუშავებაში. ამ მიზნით პირველ რიგში შეფასდა არსებული სამუშაო გარემო და პირობები, გაანალიზდა  ობიექტის განლაგებისა და  სამუშაო ადგილების განთავსების  ოპტიმალურობა, მისი ტექნიკური მდგომარეობა და ტექნოლოგიური აღჭურვილობა, შრომის პირობები და უსაფრთხოების  დაცვის უზრუნველყოფა.

 ამის შემდეგ მოხდა მომუშავე პერსონალის ანკეტირება, მისი პროფესიული კვალიფიკაციის  დონის სამსახურეობრივ ფუნქციებთან შესატყვისობის შესწავლა: ტესტების მეშვეობით -პროფესიული ცოდნისა და  სასინჯი სამუშაოების შესრულებით - პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაანალიზება, სპეციალური კითხვარებით - პერსონალური თვისებების, მოტივირებულობის,  საკვანძო კომპეტენციების, მაგალითად, კომუნიკაციური, გუნდში მუშაობის უნარების  შეფასება, აგრეთვე სწავლებისა და შემდგომი პროფესიული განვითარებისათვის მზაობის დადგენა.

 

ანალიტიკური მასალების საფუძველზე მომზადდა დასკვნა სერვისის ობიქტზე არსებული მდგომარეობის შესახებ და რეკომენდაციები  ფუნქციონირების  სრულყოფისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე, თითოეულ თანამშრომელზე შედგენილ იქნა პერსონალური რეზიუმე და მომზადდა პროფესიული განვითარების რეკომენდაციები.

ანალიტიკური და სარეკომენდაციო პაკეტი  წარედგინა  ტერმინალის დირექციას, რომელმაც განხილვის შედეგად გაიზიარა დასკვნები სერვისის სამსახურის ობიექტის ფუნქციონირების სრულყოფის მიმართ და  რეკომნდაციები პერსონალის შემდგომი პროფესიული განვითარების შელშეწყობის თაობაზე.

ვიდეო ინტერვიუ
მემორანდუმი პალატასთან 
Video screenshot
 
 
მთავარი ჩვენს შესახებპარტნიორებიჩვენი პროგრამასაექსპერტო თემებიმემორანდუმებიღონისძიებებიკონტაქტი
  © 2018 ყველა უფლება დაცულია Design by SPAR.GE