ქართული | English | Rусский
გამოკითხვა
რას ფიქრობთ პროფესიული განათლების თაობაზე საქართველოში ?
უმაღლესი ხარისხისაა
საერთოდ არ არსებობს
დაბალი დონეა
არ მაინტერესებს
 
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანები

ასოციაციის ჩამოყალიბება (ლათ. ასსოციატიო - გაერთიანება) ნიშნავს კავშირის დადგენას ორ ფსიქიკურ ელემენტს შორის, გამოცდილების შედეგად. შემდგომში კავშირის ერთი ელემენტის აქტუალურობა განაპირობებს მეორეელემენტის გამორკვევას. არისტოტელე თვლიდა, რომ ასოციაციის საფუძველი არის წარმოდგენებს შორისმსგავსებებისა და განსხვავებების დადგენა.

სახეები:

შემოთავაზებული  იყო    ასოციაციების გამოყოფა იმის მიხედვით თუ როგორია მათი ჩამოყალიბების ტიპის  მიხედვით. ასე იქნა გამოყოფილი ასოციაციები:

მსგავსებით (წითელი - მეწამული);

კონტრასტით ( დიდი - პატარა);

ურთიერთკავშირით სივრცესა ან დროში (სუნელების სურნელი იწვევს მადას);

მიზეზ-შედეგობრივი (ძლიერე ქარი - გაციება).

ასევე იქნა აღმოჩენილი, რომ ასოციაციური კავშირის სიძლიერე დამოკიდებულია რიგფაქტორებზე(კავშირის ელემენტებით გამოწვეული შთაბეჭდილების სიძლიერე, მათი ახლებურობა, ასევე ინდივიდის უნარები).

 

რემინისცენცია (ლათ.რემინისცორ – მაგონდება), წარმოადგენს იმ მასალის გადმოცემას დამახსოვრებიდან გარკვეული დროის  შემდეგ, რისი გადმოცემაც უშუალოდ დამახსოვრებისპროცესში შეუძლებელი იყო. ეს ეფექტი  გამოკვლეული იყო  სერბი მეცნიერის ვ. ურბანჩიჩისმიერ 1907 წ. ამ ეფექტს შეიძლება დავაკვირდეთ სხვადასხვა ვერბალურ და თვალსაჩინომასალასთან მუშაობის პროცესში, ასეთი მასალა შეიძლება იყოს ტექსტები, ლექსები, სიები,სურათები, საგნები, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ ეს მასალა არის ლოგიკურად  დაკავშირებული, მოცულობით დიდი და გააჩნია ადამიანზე ემოციური ზემოქმედება.განსაკუთრებით ხშირად ეს მოვლენა შეიმჩნევა სკოლამდელ ასაკში და უმცროს კლასელებში.

 

ა. იოსტის კანონი (1895 წ.) -  მნემონიკური ემპირიული  კანონზომიერება, რომლის თანახმადაც თანაბარი ალბათობით მეხსიერებიდან უაზრო ინფორმაციის აღდგენის დროს უფრო ძველიინფორმაცია უფრო ძნელად დავიწყებადია და სწავლის პროცესში საჭიროებს გამეორებისნაკლებ რაოდენობას.მოცემული პროცესი განპირობებულია ინფორმაციის გადატანით ხანმოკლე მეხსიერებიდან ხანგრძლივ მეხსიერებაში.

 

ზეიგარნიკის ეფექტი -აღმოჩენილია საბჭოთა ფსიქოლოგისა და პათოფსიქოლოგის  ბ.ვ.ზეიგარნიკის (1900-1988) მიერ. ეს მეხსიერების ფენომენია, რომლის შესაბამისად მასალისდამახსოვრების ეფექტურობა დამოკიდებულია მოქმედების დასრულების ხარისხსა დაფორმაზე. უკეთ დამახსოვრებადია ის ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია დარჩენილ დაუსრულებელ მოქმედებასთან, რამაც ლევინის  სკოლის ფარგლებში შემდეგი განმარტება ჰპოვა: მეხსიერების კვალის მიგნება მარტივდება იმ დაძაბულობის შენარჩუნებით, რომელიც წარმოიშვება მოქმედების დაწყების წინ და არ განიმუხტება ამ მოქმედების დაუსრულებობის გამო.

 

ჰალო-ეფექტი (ინგლ. Hალო-ნათება და ლათ. ეფფეცტუს –მოქმედება, შედეგი)- საერთო შთაბეჭდილების ზემოქმედება  ადამიანის (მოვლენის) შესახებ აქტუალურ აღქმაზე ან/დამეხსიერებიდან მისი ხშირი მახასიათებლების აღდგენა. პროაქტიული დამუხრუჭება (ლათ. პრო - რაღაცის წინ + აცტივუს მოქმედი)- დამახსოვრების დამუხრუჭება. მოსალოდნელი მოქმედების ზემოქმედების ქვეშ.ეს მით უფრო გამოხატულად ხდება რაც უფრო მეტი მსგავსებაა ახალ მასალასა და უკვე შესწავლილს შორის.

 

რეტროაქტიული დამუხრუჭება ( ლათ. ღეტრო - უკან + აცტიონ - მოქმედება) - მოქმედებისნეგატიური ზემოქმედება, რომელიც ეგრევე მოყვებოდა შესწავლას, შესწავლილი ინფორმაციისშემდგომ გადმოცემაზე. რეტროაქტიული დამუხრუჭების ძალა მატულობს შესასწავლი მასალისადა   დამახსოვრების მამუხრუჭებელი მოქმედების შინაარსის მსგავსების ხარისხიდანგამომდინარე ( მისი განსაკუთრებული ინტერესიდან გამომდინარე, ემოციებთან კავშირით, ან ენერგიის განსაკუთრებული რაოდენობით ხარჯვის აუცილებლობიდან გამომდინარე).რეტროაქტიული დამუხრუჭების მექანიზმის როლს ასრულებს ზღვარსგადასული დამუხრუჭება ან ნერვული პროცესების უარყოფითი ინდუქცია.

 

ზღვარსგადასული დამუხრუჭება (დაცვითი დამუხრუჭება) - ქერქული დამუხრუჭების ფორმა,რომელიც წარმოადგენს თავის ტვინის ნერვული უჯრედების მოქმედების დამუხრუჭებისპროცესების განვითარებას, ბიოლოგიურად დასაშვები გაღიზიანების კრიტიკულ   ზღვარზე.

 

ეფექტი, რომელსაც დაერქვა მეხსიერების გაელვება, იყო აღმოჩენილი კანადელი ნეიროქირურგის უ. პენფილდის (1891,1976) მიერ. ეს არის გონებაში მკვეთრი ვიზუალური ანსმენითი გამოსახულებების უეცარი და არაკონტროლირებადი აღმოცენება, რომლების განცდახდება როგორც მოგონებების გამოსახულებებისა და არა აქტუალური აღქმისა. ისინი წარმოიშვებიან საფეთქელის ელექტრო დენით გაღიზიანების შედეგად.

 

ინტერფერენცია ( ლათ. ინტერ - ურთიერთ, შორის + ფერიო - ვურტყამ,ვაზიანებ), გამოკვლეული გ.ე.მიულერისა და  ა. პილცეკერის მიერ (1900 წ.), წარმოადგენს ერთდროულად მიმდინარეფსიქოლოგიური პროცესების ურთიერთდათრგუნვას,  უპირველეს ყოვლისა დაკავშირებული შემეცნებით სფეროსთან. განპირობებულია განაწილებული ყურადღების მოცულობის შეზღუდულობით. ყველაზე ხშირად ვლინდება ახალი ინფორმაციის დამახსოვრების გაუარესების დროს, როცა იგი ურთიერთქმედებს უკვე არსებულ ინფორმაციასთან, მაგრამ ლოგიკურად მასთან დაკავშირებული არაა. ეს იმით აიხსნება, რომ ახლად მიღებული მასალა ასევთქვათ ზედ ედება უკვე არსებულს, რასაც იწვევს ასოციაციური კავშირის ნგრევას.

პოზიციური მრუდი - სწორი აღქმის ალბათობა  დამოკიდებულია დასამახსოვრებლად წარმოდგენილი ელემენტის თანმიმდევრულობის თანრიგის ნომერზე. გააჩნია U-სებრი ფორმა „პირველადი ეფექტიდან“ გამომდინარე ადვილად დასამახსოვრებელია პირველი ელემენტები, ხოლო „ახლის  ეფექტიდან“ გამომდინარე უკანასკნელები.

 

 

ავტორი: თეონა დაგარგულია

წყარო: www.education.ge

 

1 2 3
ვიდეო ინტერვიუ
მემორანდუმი პალატასთან 
Video screenshot
 
 
მთავარი ჩვენს შესახებპარტნიორებიჩვენი პროგრამასაექსპერტო თემებიმემორანდუმებიღონისძიებებიკონტაქტი
  © 2018 ყველა უფლება დაცულია Design by SPAR.GE