ქართული | English | Rусский
გამოკითხვა
რას ფიქრობთ პროფესიული განათლების თაობაზე საქართველოში ?
უმაღლესი ხარისხისაა
საერთოდ არ არსებობს
დაბალი დონეა
არ მაინტერესებს
 
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანები

საერთაშორისო ასოციაცია "ქართული სამზარეულო" (შემდგომში ასოციაცია) წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად შექმნილ წევრობაზე დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს. ასოციაცია არის საერთო საქმიანობითა და პროფესიული ინტერესებით დაკავშირებულ   იურიდიულ და ფიზიკურ პირთა ნებაყოფლობითი საზოგადოებრივი გაერთიანება, რომელიც თავის რიგებში აერთიანებს მსოფლიოში ქართული სამზარეულოს დარგში დასაქმებულ და დაინტერესებულ ადამიანებს, დამოუკიდებელ ექსპერტებს, დროებითუმუშევრებს, ამ დარგის სახელმწიფო დაკომერციული სასწავლებლების პედაგოგებს, ტრენერებს, ოსტატებს და სხვა  მონათესავე დარგის წარმოება-დაწესებულებების პირებს.

2.1.1. ქართული კულტურული მემკვიდრეობის, მათ შორის ქართული სამზარეულოს მდიდარი ტრადიციებისა შენარჩუნება, პოპულარიზაცია, მის შესახებ ფართო საზოგადოების ცოდნის გაღრმავება, ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ გასტრონომიული კულტურის ამაღლება;

2.1.2. იმ ადანიანების გააერთიანება, რომლებსაც უყვართ და პატივს სცემენ ქართულ სამზარეულოს, ზრუნავენ მსოფლიოში მის გავრცელებაზე, პოპულარიზაციაზე და განვითარებაზე;

2.1.3. საქართველოსა და მსოფლიოში ქართული სამზარეულოს გაცნობისა და შესწავლის შესაძლებლობისა და პირობების შექმნა;

2.1.4. სპეციალისტთა შორის გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა და ქართული სამზარეულოს გამდიდრება ტექნოლოგიური მიღწევებით. კულინარიის საკითხებში განათლებისა და პროფესიული მომზადება/გადამზადების სრულყოფის, მზარეულთა კომპეტენციების შესაბამისობაში მოყვანის, ტურიზმის ინფრასტრუქტურაში  ქართული სამზარეულოს  განვითარების ხელშეწყობა.

2.1.5. ქართული სამზარეულოს საერთაშორისო ნორმებისა და სტანდარტების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა და ამ მიზნით კადრების მომზადება- გადამზადება, დიაგნოსტიკა, კომპეტენციების დადგენა, ამაღლება და სრულყოფა;

2.1.6. სისტემური და თანმიმდევრული საქმიანობით ამ სფეროში დასაქმებულთა პროფესიული, შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური, სამოქალაქო-სამართლებრივი უფლებების, თავისუფლების, გარანტიებისა და ინტერესების დაცვა;

2.1.7. სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან,  დამსაქმებლებთან, მათ გაერთიანებებთან სოციალური პარტნიორობის პრინციპების განმტკიცება;

2.1.8. დარგში კოლექტიური მოლაპარაკებების წარმოება, შეთანხმებების და კოლექტიური ხელშეკრულებების  პრაქტიკის შემოღება ასოციაციის წევრთა წარმომადგენლობის ლობირება სხვა და სხვა  სტრუქტურებსა და საზოგადოებრივ გაერთიანებებში;

2.1.9. ასოციაციის წევრთა,  კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების დაცვა და რეალიზება, თავისი წევრებისათვის საინფორმაციო, საკონსულტაციო, მეთოდური და პრაქტიკული დახმარების გაწევა, სწავლების ორგანიზება;

2.1.10.              ქალთა და ახალგაზრდული ორგანიზაციების მხარდაჭერა და ასოციაციასთან მათი თანამონაწილეობის ხელშეწყობა.

1 2

სახელი, გვარი :

ელექტრონული ფოსტა :

შეტყობინება :


  

ვიდეო ინტერვიუ
მემორანდუმი პალატასთან 
Video screenshot
 
 
მთავარი ჩვენს შესახებპარტნიორებიჩვენი პროგრამასაექსპერტო თემებიმემორანდუმებიღონისძიებებიკონტაქტი
  © 2018 ყველა უფლება დაცულია Design by SPAR.GE