ქართული | English | Rусский
გამოკითხვა
რას ფიქრობთ პროფესიული განათლების თაობაზე საქართველოში ?
უმაღლესი ხარისხისაა
საერთოდ არ არსებობს
დაბალი დონეა
არ მაინტერესებს
 
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანები

პროფესიული განათლების სისტემაში მეთოდური საქმიანობის რეალური მდგომარეობის გარკვევის მიზნით ჩვენს მიერ ჩატარდა ანკეტირება თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, თელავის და ზოგიერთი სხვა რაიონულ სასწავლო დაწესებულებებში.

 

ანკეტირება ატარებდა ანონიმურ ხასიათს, რაც გვაძლევდა იმის საფუძველს რომ მიგვეღო ობიექტური შეფასება და ინფორმაცია. მონაწილეობა მიიღეს ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, პედაგოგებმა და მეთოდისტებმა, სულ - 549 ადამიანმა. ანკეტებში შემავალი საკითხები ეხებოდა მათ დამოკიდებულებას განათლებაში მიმდინარე ინოვაციური პროცესების მიმართ; მათთვის ხელმისაწვდომი და გამოყენებადი სასწავლო პროგრამებით, გეგმებით, მეთოდური საქმიანობით დაკმაყოფილების ხარისხს; უახლესი სწავლების ტექნოლოგიების და მეთოდების გაცნობას; მათ ცოდნას, თუ რამდენად ეფექტურად არის შესაძლებელი დიდაქტიკურ მოთხოვნათა რეალიზაცია მეთოდური საქმიანობის სახეებისა და დონეების მიხედვით. ამ უკანასკნელს განსაკუთრებული ყურადღებით მოვეკიდეთ, რადგან ეს მოთხოვნები წარმოადგენდნენ სასწავლო მასალის ლოგიკური რეკონსტრუქციის ტექნოლოგიის ფლობის მაჩვენებელს.

 

გამოკითხულთა უმრავლესობა (78%) ხაზს უსვამენ მეთოდური საქმიანობის მნიშვნელობას და იხილავენ მას როგორც პროფესიული საქმიანობის დამოუკიდებელ სახეობას. 86% მეთოდურ საქმიანობას განიხილავს კონკრეტული საგნის შესწავლასთან ერთობლიობაში. გამოკითხულთა 72% მნიშვნელოვნად თვლის პედაგოგ-ნოვატორების გამოცდილებათა გაზიარებას, რომელიც ასოცირდება საკუთარ მეთოდურ სისტემაში მყარად კონსტრუირებული და შერწყმული კონკრეტული მეთოდური ხერხით.

 

პროფესიული სასწავლო დაწესებულებების ანკეტირების შედეგების შეჯამებამ გამოავლინა დიდაქტიკურ-მეთოდურ საწყისებზე პროფესიულ-პედაგოგიური საქმიანობისადმი პედაგოგების განსხვავებული ხედვა. ისინი მეთოდურ ცოდნაში პრიორიტეტს ანიჭებენ ძირითადი და დამატებითი სასწავლო ლიტერატურის და საჩვენებელი მასალის ამორჩევის ცოდნას (36%); სასწავლო და მეთოდური დოკუმენტაციის ანალიზის ჩატარების ცოდნას (46%); სასწავლო ინფორმაციის შინაარსის ლოგიკურ-დიდაქტიკური ანალიზის ჩატარების ცოდნას (29%); სასწავლო საქმიანობისას მეთოდების აქტიური საშუალებების გამოყენების ცოდნა (67%);

 

გამოკითხულთაგან მხოლოდ 12% გამოსთქვა სურვილი საკუთარი მეთოდური საქმიანობის რეფლექსირების შესახებ;

 

დამაფიქრებელია მონაცემები პროფესიული სწავლების სისტემაში არსებული სიძნელეებთან მიმართებაში. გამოკითხულთაგან 81% არ იცნობს უახლეს საგანმანათლებლო ტექნოლოგიებს (ინდივიდუალური და დიფერენცირებული სწავლების ტექნოლოგიებს, მოდულურ სწავლებას, ინტერაქტიუტ სწავლებას და სხვ.)

 

66% აღიარებს რა მოსწავლეთა უკიდურესად სუსტი საბაზო მომზადებას, ამარტივებს სასწავლო მასალის შინაარსს, რათა სასწავლო ინფორმაციის მომზადებისას ის შეესაბამებოდეს ფსიქოლოგიურ და ასაკობრივ კანონზომიერებებს. ამის გათვალისწინებით გადამუშავებას მოითხოვენ სასწავლო პროგრამები, სასწავლო მასალები. ადაპტაცია უნდა მოხდეს  მოსწავლეთა შემეცნებითი შესაძლებლობების გათვალისწინებით. 

 

გამოკითხულთა 77% აღიარა  პროფესიული სასწავლო და მეთოდური ლიტერატურის დეფიციტი, რაც უარყოფითად აისახება მთელი სასწავლო კომპლექსის მეცნიერულობაზე, სისტემატიურობაზე, პროდუქტიულობაზე.  

 

აღნიშნული პრობლემების  გადაწყვეტა მოგვცემს საშუალებას უფრო  ეფექტურად მოვახდინოთ პროფესიული მომზადების კონსტრუქტიული, ორგანიზაციული, საინფორმაციო, განვითარებადი და მამობილიზებული კომპონენტების რეალიზაცია. 

 

 

განათლების მეცნიერებათა დოქტორი

ქეთევან ვარდანაშვილი

 

 

1 2
ვიდეო ინტერვიუ
მემორანდუმი პალატასთან 
Video screenshot
 
 
მთავარი ჩვენს შესახებპარტნიორებიჩვენი პროგრამასაექსპერტო თემებიმემორანდუმებიღონისძიებებიკონტაქტი
  © 2018 ყველა უფლება დაცულია Design by SPAR.GE