ქართული | English | Rусский
გამოკითხვა
რას ფიქრობთ პროფესიული განათლების თაობაზე საქართველოში ?
უმაღლესი ხარისხისაა
საერთოდ არ არსებობს
დაბალი დონეა
არ მაინტერესებს
 
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანები

შეგირდობის/მოწაფეობის განვითარების მხარდამჭერ ალიანსს (EAFA) დაარსებიდან შეუსრულდა 4 წელი (Leipzig 2013). ოთხლწლიანი არსებობა ალიანსმა 2017 წელს აღნიშნა კუნძულ მალტაზე, სადაც გაიმართა მრგვალი მაგიდა "გზა ევროკავშირის  ჩარჩო ხელშეკრულებისაკენ  მოწაფეობის ხარისხისა და ეფექტიურობის მისაღწევად".  

 

გამართული განხილვების პროცესში EAfA-მ კვლავ დაადასტურა, რომ ის მუდამ იზრუნებს რომ მოწაფეობა გახდეს უფრო მიმზიდველი. დირექტორიმა სოციალურ საკითხებში ლილიან ვოლოზინსკისმა შეახსენა მონაწილეებს, რომ ამისათვის აუცილებელია მოქმედაბა ისეთი სისტემის დონეზე, რომელშიც სახელობო  ინსტიტუტები (Crafts Chambers), აგრეთვე მცირე და საშუალო ბიზნესის გაერთიანებები შეასრულებენ აქტიურ როლს. გარდა ამისა, ინვესტიციისების სათანადო უკუგების მისაღწევად განსაკუთრებით ადგილობრივ დონეზე საჭიროა  უფრო აქტიური მხარდაჭერის ზომების, აგრეთვე მომსახერების განხორციელება, რათა მოწაფეობა/შეგირდობა უფრო მიმზიდველი გახდეს მცირე მეწარმეებისათვის. განსაკუთრებით ეს აქტუალურია იმ ქვეყნებში, სადაც  მოწაფეობა/შეგირდობას არ გააჩნია მყარად დამკვიდრებული ტრადიციები. ევროკავშირის მომავალი სტრუქტურისათვის, რომელიც მოემსახურება მოწაფეობის   მხარდაჭერასა და ხელშეწყობას, განსაკუთრებით საყურადღებოა  ხარისხისა და  შედეგების ეფექტურობის მიღწევა, რაც ძალზე მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესისათვის. ამ სტრუქტურამ ფოკუსირება უნდა მოახდინოს  პროცესების მართვის უფლებაზე,  დაინტერესებული მხარეების ფართო სპექტრის  და სოციალური პარტნიორების მონაწილეობით.  მიდგომა მოწაფეობისადმი უნდა იყოს საკმაოდ მოქნილი, რათა შესაძლებელი გახდეს ადაპტაცია თითოეულ ქვეყანის რეალობასთან . 

უკან
ვიდეო ინტერვიუ
მემორანდუმი პალატასთან 
Video screenshot
 
 
მთავარი ჩვენს შესახებპარტნიორებიჩვენი პროგრამასაექსპერტო თემებიმემორანდუმებიღონისძიებებიკონტაქტი
  © 2018 ყველა უფლება დაცულია Design by SPAR.GE