ქართული | English | Rусский
გამოკითხვა
რას ფიქრობთ პროფესიული განათლების თაობაზე საქართველოში ?
უმაღლესი ხარისხისაა
საერთოდ არ არსებობს
დაბალი დონეა
არ მაინტერესებს
 
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანები

ქვეყანაში დაიწყო რეფორმების ახალი ტალღა. ყოველ დღე ტელევიზიით გვამცნობენ ამა თუ იმ დარგში დასახული გარდაქმნების შესახებ. მაგალითად, ცოტა ხნის წინ, მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების რეფორმის თაობაზე გამოქვეყნდა სახელმწიფო კომისიის ხედვა , რომელმაც მეცნიერთა აქტიურ წრეებში გამოიწვია საკმაო ვნებათა ღელვა. მოკლე დროში კომისიის წევრთა ნაწილმა ააჟღერა სასკოლო რეფორმის ფრაგმენტალური ხედვაც, რომელსაც, შეიძლება ითქვას, დიდი რეაქცია არ მოჰყოლია. გარდაქმნების წარდგენის რიგი ამჟამად კვლავ დაუდგა პროფესიული განათლების დარგსაც. რა გეზს ავირჩევთ მისი რეფორმირებისთვის ამჯერად? კვლავ გავაგრძელებთ "პოტიომკინის სოფლების" შენებას?   თუ დავადგებით მისი ადექვატურ სისტემად გარდაქმნის გზას?
ამ კითხვებთან დაკავშირებით გთავაზობთ სისტემაში არსებული მდგომარეობის  საქართველოს პროფესიული განათლების ფონდის მიერ ჩატარებულ ანალიზს და ტრანსფორმაციის საკმაოდ აქტუალურ მოსაზრებებს.  
ათეული წლების განმავლობაში სახელმწიფოს პოლიტიკა პროფესიული განათლების მიმართ არ იყო თანმიმდევრული. ის არ ეყრდნობოდა ანალიტიკურ მიდგომებს, უმეტეს შემთხვევაში ხასიათდებოდა უკიდურესი ვოლუნტარიზმით და ამის გამო ვერ შეიძინა როგორც მიმდინარე ეტაპისთვის, აგრეთვე სტრატეგიული სოციალურ-ეკონომიკური ინტერესების დაკმაყოფილებისთვის საჭირო სისტემური ხასიათი. რის შედეგადაც პროფესიული განათლება ადეკვატურად ვერ პასუხობდა მიმდინარე თუ მომავალ გამოწვევებს.
საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე გადასვლას მოჰყვა შრომის ბაზრის სტგნაცია და დასაქმების სფეროს კრიზისი. სასწავლებლებისთვის აქტუალური გახდა ახალი ტიპის პროგრამების შემუშავება, რომლებიც უფრო მოქნილად მოახდენენ  შრომის ბაზრის მოთხოვნებზე რეაგირებას და გაითვალისწინებენ მიღებული კვალიფიკაციის ტრანსფორმაციის შესაძლებლობას.  
მომზადებული კადრების დასაქმებაზე, სასწავლებელთა მატერიალურ - ტექნიკური ბაზის განვითარებაზე, პრაქტიკის ჩასატარებლად სამუშაო ადგილების გამოყოფაზე საწარმოების მიერ  უარის თქმამ უარყოფითი გავლენა მოახდინა სასწავლო დაწესებულებების საქმიანობის სტაბილურობაზე და კვალიფიცირებული მუშახელის მომზადების ხარისხზე.  
სასწავლებლების საქმიანობა ხშირ შემთხვევაში მიმართული იყო საგანმანათლებლო მომსახურებაზე უშუალოდ პიროვნების მოთხოვნილების დაკმაყოფილებაზე იმ პირობით, რომ მას არ ექნებოდა მიღებული პროფესიით დასაქმების გარანტირებული შესაძლებლობა, მაგრამ შეექმნებოდა ცოდნის გამოყენების შანსი.  
ამჟამად, საქართველოს პროფესიულმა განათლებამ უნდა განვლოს ინსტიტუციონალური ტრანსფორმაციის სიღრმისეული და თვისობრივად რთული ეტაპი: ეკონომიკური და სოციოკულტურული მიზნების ცვლილებიდან დაწყებული - სისტემის ორგანიზების და მართვის მექანიზმის შეცვლით დასრულებული. აქამდე მართვა აწყობილი იყო ვერტიკალურ-იერარქიული სქემით, ამის გათვალისწინებით საჭირო ხდება მართვის მოქნილ ფუნქციონალურ მოდელზე გადაყვანა, დეცენტრალიზაცია, კომპეტენციების გადანაწილება, მეწარმეთა გაერთიანებებისა და საზოგადოებრივი სტრუქტურების ჩართულობის უზრუნველყოფა, მიზნობრივ-პროგრამული მიდგომებზე გადასვლა.  
 
ჩვენი აზრით, ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობის და განსახორციელებელი პოლიტიკური და სოციალური ცვლილებების განსხვავებული სცენარების გათვალისწინებით პროფესიული განათლების პოლიტიკა უნდა გახდეს უფრო მოქნილი. პირველ რიგში ჩამოსაყალიბებელია მკაფიო, სისტემური ხედვა, მიდგომები და პრინციპები, რომლებიც დაეფუძნებიან სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიმდინარე და სტრატეგიულ ინტერესებს. გასაზიარებელი იქნება მსოფლიო თანამეგობრობის „ათასწლეულის დეკლარაციაში“ ფორმულირებული განვითარების ამოცანები, აგრეთვე პროფესიული განათლების განვითარების პერსპექტივებისადმი მიძღვნილი მესამე საერთაშორისო კონგრესის რეკომენდაციები.  
ეკონომიკური ვითარების გათვალისწინებით, რომელიც ხასიათდება დიდი სოციალური უსამართლობით, აგრეთვე გაეროს, იუნესკოს, ევროკავშირის და რიგი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ შემუშავებული გეზიდან გამომდინარე, ტექნიკური და პროფესიული განათლებისა და მომზადების სისტემა უნდა იქცეს აღიარებულ პოლიტიკურ პრიორიტეტად. ამ შემთხვევაში ის რეალურად შეუწყობს ხელს უმუშევრობის დაძლევის პრობლემების გადაწყვეტას, მეწარმეებისა და დაუსაქმებელი მოსახლეობის მოთხოვნათა დაკმაყოფილებას.
 

სრული სახით იხილეთ :  საქართველოს პროფესიული განათლების ფონდის ანალიზი არსებული მდგომარეობის თაობაზე და ტრანსფორმაციის 12 ძირითადი მიმართულება:

ვიდეო ინტერვიუ
მემორანდუმი პალატასთან 
Video screenshot
 
 
მთავარი ჩვენს შესახებპარტნიორებიჩვენი პროგრამასაექსპერტო თემებიმემორანდუმებიღონისძიებებიკონტაქტი
  © 2018 ყველა უფლება დაცულია Design by SPAR.GE