ქართული | English | Rусский
გამოკითხვა
რას ფიქრობთ პროფესიული განათლების თაობაზე საქართველოში ?
უმაღლესი ხარისხისაა
საერთოდ არ არსებობს
დაბალი დონეა
არ მაინტერესებს
 
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანები

გერმანიაში, ავსტრიაში, ფინეთში და ევროპის სხვა ქვეყანებში  წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა და პრაქტიკაში დამკვიდრდა სპეციალური საგნების და პრაქტიკული სწავლების (Master) მასწავლებელთა მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სისიტემა, რომელიც თავისი ეფექტურობით იმსახურებეს დიდ ინტერესს.

  • სპეციალური საგნის მასწავლებელი.

სპეციალური საგნის მასწავლებელს, ოსტატისა თუ ინსტრუქტორისგან განსხვავებით, უნდა გააჩნდეს შესაბამისი 6 წლიანი (მაგისტრის დონის) საგნის შესატყვისი განათლება, რომელიც შეიცავს პროფესიულ პედაგოგიკას და 2 სპეციალურ საგანს, რაც აძლევს უფლებას ასწავლოს ორივე დადგენილ საგანში. სწავლის დასრულების აღიარების შედეგად ის იძენს სახელმწიფო მოხელის სტატუსს. ამ ეტაპს, როგორც წესია, მოჰყვება სასწავლებელში პრაქტიკის (დაახლოებით 2 წელი) გავლის ფაზა, რომლის პროცესშიც მასწავლებლობის პრეტენდენტი უკვე ასწავლის და იმავდროულად იძენს გამცდილი პედაგოგების (მეთოდისტების) დახმარებით პრაქტიკულ გამოცდილებას. მხოლოდ ამის შემდეგ ის ინიშნება მასწავლებლად კონკრეტულ სასწავლო დაწესებულებაში.

 

  •  პრაქტიკული სწავლების  მასწავლებელი (ოსტატი/ინსტრუქტორი).  

პრაქტიკული სწავლების ოსტატად (Master), ან ინსტრუქტორად მოიაზრება: მაღალკვალიფიციური მუშა, ხელოსანი ან საწარმოს ქვედანაყოფის (ჯგუფი, უბანი, საამქრო), საშუალო რგოლის მენეჯერი, რომლსაც გააჩნია კონკრეტულ პროფესიაში ან პროფესიულ სფეროში საქმიანობის  3-4 წლიანი გამოცდილება, იმავდროულად ჩაბარებული აქვს „ოსტატობის პროფესიული შესატყვისობის გამოცდა“. აღნიშნულ გამოცდას, როგორც წესია, ატარებენ სავაჭრო-სამრეწველო პალატები, დარგობრივ/პროფილური გილდიები, ან მათგან დელეგირებული უფლების მქონე ინსტიტუციები.  გამოცდაზე პრეტენდენტმა უნდა დაადასტუროს პროფესიული და პროფესიულ-პედაგოგიური შესაბამისობა. მხოლოდ მიღებული სერტიფიკატის საფუძველზე ოსტატს ან ინსტრუქტორს ენიჭება  მოსწავლეების პროფესიული სწავლების უფლება.

კომპანიას ან ფირმას პროფესიული მომზადების უფლება ეძლევა  მხოლოდ იმ შემთხვევაში      თუ ერთ თანამშრომელს გააჩნია მაინც ამ სახის სერტიფიკატი, ხოლო თუ პირველად იწყებს პროფესიულ მომზადებას ის ვალდებულია შეარჩიოს სათანადო პროფესიული კვალიფიკაციის მქონე მუშაკი და გაგზავნოს აღნიშნულ სასწავლო კურსზე, რომლის ხანგრძლიობაა 120 საათი.  

 

უმეტეს წილად სწავლება ტარდება დასვენების დღეებში, ან საღამობით - კვირაში 2 საღამო.

კურსის შინაარსი რეკომენდირებულია გერმანიის „პროფესიული განათლების ფედერალური ინსტიტუტის“ (BiBB) მიერ  და ასახულია „ოსტატის შესატყვისობის მითითებაში“(AEVO),

მისი დებულებები ადგენენ ოსტატის საქმიანობის 7 სფეროს, რომლშიც მან უნდა იმაღლებდეს კვალიფიკაციას:

  • ზოგადი საფუძვლები;
  • სწავლების დაგეგმვა;
  • მოსწავლეთა განწყობა;
  • სამუშაო ადგილზე სწავლება;
  • სწავლების სტიმულირება;
  • ჯგუფების ხელმძღვანელობა;
  • სწავლების დასრულება/შეჯამება.
1 2 3 4 5 6
ვიდეო ინტერვიუ
მემორანდუმი პალატასთან 
Video screenshot
 
 
მთავარი ჩვენს შესახებპარტნიორებიჩვენი პროგრამასაექსპერტო თემებიმემორანდუმებიღონისძიებებიკონტაქტი
  © 2018 ყველა უფლება დაცულია Design by SPAR.GE