ქართული | English | Rусский
გამოკითხვა
რას ფიქრობთ პროფესიული განათლების თაობაზე საქართველოში ?
უმაღლესი ხარისხისაა
საერთოდ არ არსებობს
დაბალი დონეა
არ მაინტერესებს
 
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანები

ინსტრუქტაჟი უმეტესად განიხილება როგორც საშემსრულებლო საქმიანობათა ფორმირება, რომელიც წარმოადგენს ინსტრუქტირების საგანს.  მოსწავლეთა ინსტრუქტირება ნიშნავს ასწავლო მათ განსაზღვრული საქმიანობა.

შეიძლება თუ არა ინსტრუქტაჟი მივაკუთნოთ სწავლების მეთოდებს? რა თქმა უნდა არა, რადგან ის თვითონ მიმდინარეობს მეთოდების სისტემის საშუალებით.

 როგორია ინსტრუქტაჟის ფუნქცია სწავლებაში? 

1.      მომავალი სასწავლო- საწარმოო საქმიანობის მიზნისა და ამოცანის განმარტება. (პრაქტიკული საქმიანობის მიზნით შეიძლება იყოს რომელიმე საგნის დამზადება, აპარატურის მოწყობა და ა.შ.).

2.      თეორიული ცნებების აქტუალიზაცია, რომელიც ემსახურება პროფესიული უნარების ფორმირებას.

3.      მოწყობილობების კონსტრუქციის ანალიზი, აუცილებელი ქმედება პრაქტიკული საქმიანობის მიმდინარეობაში.

4.      მოქმედების, სასწავლო-საწარმოო ამოცანების გადასაწყვეტი აუცილებელი მოქმედების სტრუქტურის შესწავლა.

5.      ხერხებისა და ოპერაციების შესრულების მიმდევრობის ახსნა.

6.      სამუშაო ადგილის ორგანიზაციის წესები და უსაფრთხოების ტექნიკის პირობების ახსნა.

7.      მოსწავლეთა პრაქტიკული საქმიანობის მართვა.

ეს იძლევა მოსწავლეთა მოქმედებების დროული კორექტირების საშუალებას, გამორიცხავს შეცდომების დაშვებას და ხელს უწყობს მუშაობაში წინააღმდეგობების აღკვეთას. 

 

 სხვა და სხვა  მეთოდურ რეკომენდაციებში აღწერილია ინსტრუქტაჟის განსხვავებული სახეები, რომელთა კლასიფიკაციაც შეიძლება გაკეთდეს დასკვნებზე დაყრდნობით:

1.      სწავლების პროცესის ადგილის მიხედვით:

  • შესავალი;
  • მიმდინარე;
  • დასკვნითი;

 შესავალი ინსტრუქტაჟი ტარდება საწარმოო სწავლების გაკვეთილის დასაწყისში და როგორც წესი, წინ უსწრებს მოსწავლეთა სასწავლო-საწარმოო საქმიანობას. მიმდინარე ინსტრუქტაჟი ტარდება სასწავლო-საწარმოო სამუშაოს შესრულების დროს. დასკვნითი ინსტრუქტაჟი კი აჯამებს სწავლების შედეგს. 

2.      ინსტრუქტაჟში მონაწილე მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით:

  • ინდივიდუალური;
  •  ჯგუფური;
  •  ფრონტალური;

ინდივიდუალური ინსტრუქტაჟი განსაზღვრულია მხოლოდ ერთი მოსწავლისთვის. ჯგუფური ინსტრუქტაჟი ტარდება მცირე ჯგუფებად და ითვალისწინებს სხვადასხვა ოპერაციებისა და ქმედებების შესრულებას. ფრონტალური ინსტრუქტაჟი განკუთვნილია მოსწავლეთა დიდი ჯგუფისთვის, რომლებიც ასრულებენ ან აპირებენ შეასრულონ ერთნაირი ოპერაციები, ან ერთი სასწავლო საწარმოო სამუშაო. 

3.      წარდგენის ფორმის მიხედვით:

  •  წერითი;
  •  ზეპირი;

ინსტრუქტაჟის  წერითი სახე არის შესრულებული ოპერაციების ჩამონათვალის, მიმდევრობის და ყოველი ოპერაციის შესრულების საშუალების გამოხატულება წერითი ფორმით. გარდა ამისა, წერილობითი ინსტრუქცია შეიცავს სხვადასხვა ნახაზებს, ნახატებს, რომელიც ინფორმაციას იძლევა შემსრულებლის მიერ ამოცანის შესრულების შესახებ.   წარმატებით გამოიყენება წერილობითი ინსტრუქტაჟის სხვადასხვბა ფორმები, ინფორმაციის შემცველი სამუშაო ნახაზები რომლებიც აუცილებელია კომპლექსური სამუშაოს შესასრულებლად, მასალათა ჩამონათვალი, ინსტრუმენტები, მათი მიმდევრობის მაჩვენებელი ოპერაციები.  

 

პრაქტიკული (საწარმოო) სწავლების მეთოდიკაში ფართოდ გავრცელებულია ზეპირი  ინსტრუქტაჟის ფორმა. პედაგოგი (ოსტატი) ზეპირი ახსნისას გამოიყენებს საჩვენებელ საშუალებებს და ოპერაციის შესრულების ხერხებს. ზეპირი ახსნის გზით მიმდინარეობს შესავალი, მიმდინარე და დასკვნითი ინსტრუქტაჟი. გამოვყოთ მათი მახასიათებლები:

 

შესავალი ინსტრუქტაჟი  -მისი მიზანია მოსწავლეთა მომზადება სასწავლო-საწარმოო საქმიანობისთვის. შესავალის ინსტრუქტაჟის მეთოდიკა დამოკიდებულია ინსტრუქტაჟის მოცულობაზე, მის შინაარსსა და სტრუქტურაზე. ეს პარამეტრები დამოკიდებულია თემის სწავლების დროზე . სიტუაცია ეწყობა ისე, რომ მოსწავლეები თეორიულ საკითხებში კარგად არიან ორიენტირებული, თუ სასწავლო-საწარმოო სამუშაოების სახეები მათთვის სიახლეს არ წარმოადგენს. თუ გაკვეთილის მიზანი წარმოადგენს პრაქტიკული ცოდნისა და უნარ-ჩვევების სრულყოფას, მაშინ საწარმოო სწავლების ოსტატი შემოიფარგლება ძირითადი ოპერაციების გახსენებით, ხოლო თუ მეთოდური სიტუაცია განსხვავებულია - ოსტატი ვალდებულია დეტალურად განიხილოს სამუშაო პროცესის სტრუქტურა, ე.ი. გამოიყენოს მთლიანი ინსტრუქტაჟი.  

 

   შესავალი ინსტრუქტაჟის მეთოდიკის დამუშავების პეოცესში აუცილებელია:

  •   მოსწავლეთათვის შესასრულებელი სამუშაოს შინაარსის გაცნობა;
  •   საინსტრუქციო რუკის და ტექნიკური დოკუმენტაციის გაანალიზირება;
  •   მოსწავლეთათვის  ხელსაწყოების გაცნობა;
  •   უსაფრთხოების წესების გაცნობა ხელსაწყოებთან მუშაობის შემთხვევაში;
  •   სამუშაო საქმიანობის სტრუქტურის განხილვა;
  •   ცალკეული ოპერაციების შესრულების საშუალებათა ჩვენება;
  •   გაფრთხილება შესაძლებელი შეცდომების შესახებ;

შესავალი ინსტრუქტაჟის დროს გამოიყენება შემდეგი მეთოდები: სამუშაო ქმედებათა ჩვენება, ალგორითმული, დიალოგიური.

 

 მიმდინარე ინსტრუქტაჟი  - მისი მიზანია აკონტროლოს სასწავლო-საწარმოო სამუშაოს შესრულების სისწორე.  მიმდინარე ინსტრუქტაჟი იკავებს დიდ დროს. როგორც წესი, მიმდინარე ინსტრუქტაჟის დროს მასწავლებელი აწარმოებს მოსწავლეთა სამუშაო ადგილების დათვარიელებას, რომელსაც  გააჩნია განსაზღვრული მიზანი: კონტროლი სამუშაოს დაწყებამდე, მოსწავლეთა სამუშაო ადგილების შემოწმების ორგანიზაცია, უსაფრთხოების ტექნიკის დაცვის შემოწმება, დამხმარე ოპერაციების შესრულების სისწორეზე დაკვირვება.  

 

მოსწავლეთა პროფესიული ცოდნის და უნარების ფორმირების პროცესის გასაკონტროლებლად გამოიყენება სხვადასხვა მეთოდები. თუ რამდენად სწორად იყენებს მოსწავლე ინსრტუქტაჟს, სწორია თუ არა მისი ქმედება, ხვდება თუ არა მოსწავლე მის წინაშე დაყენებული ამოცანას. მასწავლებელი აკვირდება მოსწავლის ინდივიდუალურ ან  ბრიგადის მუშაობას. თუ მოსწავლე უშვებს შეცდომას, მასწავლებელი  ვალდებულია იყოს მზად ინდივიდუალური ინსტრუქტაჟის ჩასატარებლად. რათა აღმოიფხვრას სამუშაო წინააღმდეგობა. მასწავლებელი  იწყებს გასაუბრებას მოსწავლეებთან. ის უხსნის შეცდომების მიზეზს და საწარმოო პროცესების ტექნოლოგიას. ამ შემთხვევაში დიალოგი, როგორც მეთოდი შეერწყმის სამუშაო ქმედებათა ჩვენებას, რადგან აუცილებელია კიდევ ერთხელ  ოპერაციის შესრულების სწორად ჩვენება.  

 

 მიმდინარე ინსტრუქტაჟის ჩატარებისას მასწავლებელი  ვალდებულია  გაითვალისწინოს ის, რომ ჯგუფში არიან ნიჭიერი მოსწავლეები, რომელთაც ადვილად შეუძლიათ ოპერაციის და ხერხების ათვისება და სასწავლო-საწარმოო დავალების ხარისხიანად შესრულება. ამ შემთხვევაში აუცილებელია მათთვის უფრო რთული ამოცანებისა და დავალებების შედგენა ან მათთვის შემოქმედებითი დავალების შეთავაზება. აგრეთვე შეიძლება მათ ვთხოვოთ იმ მოსწავლეების დახმარება, რომლებმაც შედარებით დაბალ დონეზე , ან საერთოდ ვერ შეძლეს რომელიმე ოპერაციის ჩატარება.

 

დასკვნითი ინსტრუქტაჟი  -  მისი მიზანია, შესრულებული სასწავლო-საწარმოო სამუშაოს შედეგის შეჯამება. თუ მოსწავლეებმა დაუშვეს ბევრი შეცდომები, მაშინ ინსტრუქტაჟი მიმდინარეობს უფრო დაწვრილებით. კეთდება ყველაფრის ანალიზი, შემდეგ -  მიზეზის განზოგადება, რომელსაც მივყავართ შეცდომებისკენ პრაქტიკულ საქმიანობაში. კვლავ უნდა განვიხილოთ მთელი სამუშაო პროცესი, საქმიანობის განზოგადოებული საშუალებების გამოყენებით. ინსტრუქტაჟის ჩატარების ფორმა ფრონტალურია, რადგან მუშაობენ ყველა მონაწილეები.   

 

განხილულ რეკომენდაციების რეალიზირებით ხდება არა მხოლოდ  გაკვეთილის სასწავლო ფუნქციის, არამედ სასწავლო-საწარმოო, შრომის, აღმზრდელობითი პრინციპებისაც.

 

 

განათლების მეცნიერებათა დოქტორი

ქეთევან ვარდანაშვილი

 

 

1 2 3 4 5 6
ვიდეო ინტერვიუ
მემორანდუმი პალატასთან 
Video screenshot
 
 
მთავარი ჩვენს შესახებპარტნიორებიჩვენი პროგრამასაექსპერტო თემებიმემორანდუმებიღონისძიებებიკონტაქტი
  © 2018 ყველა უფლება დაცულია Design by SPAR.GE