ქართული | English | Rусский
გამოკითხვა
რას ფიქრობთ პროფესიული განათლების თაობაზე საქართველოში ?
უმაღლესი ხარისხისაა
საერთოდ არ არსებობს
დაბალი დონეა
არ მაინტერესებს
 
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანები

ეკონომიკის მკვეთრი დაცემის, პოლიტიკური და სოციალური არასტაბილურობის შედეგად პროფესიული სწავლების სისტემა არსებითად უმოქმედოდ დარჩა, რაც  ნეგატიურად აისახა კვალიფიცირებული სამუშაო ძალის მომზადებაზე და მასობრივი პროფესიების მოსამსახურეებზე.

 

 ამჟამად საქრთველოში ფუნქციონირებს ათობით საჯარო და კერძო პროფესიული სასწავლებელი, სადაც ადამიანები ეუფლებიან სხვა და სხვა პროფესიებს. პედაგოგებისა და საწარმოო სწავლების ოსტატების შემადგენლობა მრავალფეროვანია: ძირითადად ესენი არიან გარკვეული კვალიფიკაციის მქონე  სპეციალისტები, მაგრამ ნიშნავს კი ეს იმას, რომ ყველგან აქვს ადგილი ნაყოფიერ სასწავლო პროცესს, რომლის საფუძველშიც დევს თანამედროვე დიდაქტიკის ნოვაციები, სწავლების მეთოდიკა. რასაკვირველია არ ნიშნავს:  მხოლოდ საგნის ცოდნის გარდა (რაც უკვე პრობლემატური გახდა) აუცილებელია  სასწავლო პროცესის კანონზომიერებების, სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიების, მოსწავლეთა სასწავლო საქმიანობის ფსიქოლოგიის ცოდნაც . 

 

 უკანასკნელ ათწლეულში პედაგოგ-მკვლევართა ძალისხმევით განხილული და გაანალიზებულია პროფესიული სწავლების მეთოდების ძირითადი პრობლემები, განსაკუთრებით სწავლების საშუალებათა მეთოდური პროექტირების და კონსტრუირების ასპექტში, პროფესიული სწავლების მეთოდებისა და ტექნოლოგიების ურთიერთკავშირი და ურთიერთშეპირობებულობა. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს მეცნიერთა რეკომენდაციები პროფესიულ სწავლებაში მეთოდური ანალიზის ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით.

 

 ცნობილია, თუ რამდენად დიდი დრო ეხარჯება ტექნიკური დისციპლინების პედაგოგს გაკვეთილისთვის მოსამზადებაზე, სასწავლო მასალის შერჩევაზე, მის დიდაქტიკურ და მეთოდურ გადამუშავებაზე. სწორედ რომ მეთოდური ანალიზი იძლევა საშუალებას, რათა გამოვლინდეს და გადაილახოს სირთულეები მონაწილეების მიერ ახალი ცოდნისა და უნარების გაგებასა და ათვისებაში, მოხდეს მონაწილეთა საქმიანობის კონსტრუირება ცნებების ახალი სისტემისა და საქმიანობის საშუალებების დასაუფლებლად.

 

 სასწავლო მასალის მეთოდური ანალიზის ობიექტს წარმოადგენს სასწავლო ინფორმაციის შინაარსი, სწავლების მეთოდიკები და ტექნოლოგიები. მეთოდური ანალიზის მიზანია სასწავლო მასალის არჩეული შინაარსის რეპრეზენტაციის ხერხების, საშუალებებისა და ფორმების განსაზრვრა, რომლებიც მიმართულნი არიან მონაწილეების მიერ მისი გაგებისა და ათვისების სირთულეების დასაძლევად.

 

 პროფესიული სწავლების მეთოდიკის შესახებ უცხოური ლიტერატურის ანალიზმა საშუალება მოგვცა გამოგვეყო ტექნიკური დისციპლინების სასწავლო მასალის მეთოდური ანალიზის შემდეგი შემადგენლები:

 

-           სასწავლო მასალის ცნებების შემადგენლობის, სტრუწტურისა და ლოგიკის  გამოვლენა;                                                                           

სასწავლო მასალის მეთოდური გადამუშავება, ფორმირებული ტექნიკური ცნებებისა  და მოსწავლის შემეცნებითი საქმიანობის ფსიქოლოგიური კანონზომიერებების  სპეციფიკის გათვალისწინებით ტექნიკური დისციპლინების სასწავლო მასალის მეთოდური ანალიზის ჩატარების პროცედურა და თანმიმდევრობა ასეთია:

 

-           სასწავლო მასალის შერჩევა;

-           სასწავლო მასალის სტრუქტურულ-ლოგიკური ანალიზი;

-           სასწავლო მასალის მეთოდური რედუქცია;

-           მოსწავლეთა საგნობრივ-შემეცნებითი ქმედებების შემადგენლობის განსაზღვრა

-           სწავლების ხერხების (საშუალებების), მეთოდებისა და ფორმების არჩევა;

-           შესასწავლი და კოგნიტური მიზნების კონკრეტიზაცია;

-           მეთოდური საქმიანობის რეფლექსია.

 

 უმნიშვნელოვანეს ფაქტორს, რომელიც გავლენას ახდენს მეთოდური ანალიზის მთელი ციკლის განხორციელებაზე, წარმოადგენს სასწავლო ინფორმაცია (სახელმძღვანელოები, დამხმარე სახელმძღვანელოები, ტექნიკური აღწერილობები, ინსტრუქციები და ა. შ.) 

სასწავლო მასალის შინაარსის ანალიზის განხორციელების სირთულე შემდეგში მდგომარეობს: საგნის მიხედვით სასწავლო მასალის შინაარსის შერჩევის შედეგს წარმოადგენს პედაგოგის მიერ სახელმძღვანელოს (სახელმძღვანელოების) ან გაკვეთილზე სასწავლო მასალის გადასაცემად საჭირო სხვა ინფორმაციის შერჩევა. 

 

ტექნიკური და ტექნოლოგიური დისციპლინების შესასწავლად სპეციალისტები გვირჩევენ შემდეგ განსაზღვრებას:

 

 პროფესიული სწავლების პედაგოგიკა სწავლების მეთოდების არჩევის განსახორციელებლად აუცილებლად უნდა იცოდეს დიდაქტიკური პირობები,რომლებიც ობიექტურ გავლენას ახდენენ ამ პროცესზე.                                          ეს პირობებია: 

 შესასწავლი კოგნიტური მიზნებისა და მეთოდური საქმიანობის რეფლექსიის შესახებ, რომლებსაც მეთოდური ანალიზის სტრუქტურაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ.

 

 მანამდე, სანამ პედაგოგი დაიწყებს მეცადინეობას, მას მკაფიოდ უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული გაკვეთილზე მოსწავლეთა საქმიანობის შედეგები. ამგვარად, გაკვეთილისთვის მომზადების პერიოდში პედაგოგის წინაშე დგას ამოცანა - ზუსტად განსაზღვროს მეცადინეობის მიზნები.. გაკვეთილის მიზნებს აქვთ ზოგადი მითითებების, კვალიფიციური დახასიათებების მოთხოვნის, საგანმანათლებლო სისტემის ამოცანების ხასიათი. საერთო მიზანი შეიძლება ემსახურებოდეს მხოლოდ გაკვეთილის სასწავლო მასალის არჩევას. მეთოდური ანალიზის პროცესში არჩეული და კონსტრუირებული შინაარსი საშუალებას იძლევა გამოვლენილი და ფორმულირებული იქნას კონკრეტული, მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის მისაღწევი გაკვეთილის მიზნები.

 

 სასწავლო (კოგნიტური) მიზნები აღწერენ მიღწეულ რეზულტატს, რომელიც მოსწავლეს უნდა ჰქონდეს თემის შესწავლის დასასრულს და რომელიც გამოიხატება ახალ ცოდნებში, უნარებში, შემეცნებითი საქმიანობის ხერხებში.

 

 მეცნიერების მიერ გამოყოფილია ექვსი კოგნიტური დონე: ცოდნა, გაგებულება, გამოყენება, ანალიზი, სინთეზი, შეფასება. თითოეულ ამ დონეზე მონაწილეს შეუძლია შეასრულოს ამ დონისთვის საქმიანობის სახეები. რაც უფრო მაღალია კოგნიტური დონე, მით უფრო რთული აზრობრივი სამუშაოს ჩატარებაა საჭირო შემეცნებითი საქმიანობის პროცესში.

 

სასწავლო მასალის მეთოდური ანალიზის სტრუქტურაში დასკვნით (დამამთავრებელ) პროცედურას წარმოადგენს რეფლექსია. არსებითად, რეფლექსია - არის საკუთარ ქმედებებზე ადამიანის კონტროლი და შეფასება.

 

რეფლექსიური ფსიქოლოგიის სფეროში ჩატარებული კვლევებით დამტკიცებულია, რომ რეფლექსიის გაჩენა ნიშნავს ახალი თვითშეგნების გაჩენას (წარმოშობას), მოქმედების განმაზოგადებელი საშუალების ფორმირებას.

 

პროფესიული განათლების სისტემის ნებისმიერ პედაგოგს უნდა გააჩნდეს უნარი (უნდა შესძლოს) დაუმორჩილოს რეფლექსიას თავისი ცნობიერების აზრობრივი სტრუქტურები, რომლებიც ასახავენ რეალობას.

 

ავტორი www.education.ge -ს ექსპერტი

ქეთევან ვარდანაშვილი

1 2 3 4 5 6
ვიდეო ინტერვიუ
მემორანდუმი პალატასთან 
Video screenshot
 
 
მთავარი ჩვენს შესახებპარტნიორებიჩვენი პროგრამასაექსპერტო თემებიმემორანდუმებიღონისძიებებიკონტაქტი
  © 2018 ყველა უფლება დაცულია Design by SPAR.GE