ქართული | English | Rусский
გამოკითხვა
რას ფიქრობთ პროფესიული განათლების თაობაზე საქართველოში ?
უმაღლესი ხარისხისაა
საერთოდ არ არსებობს
დაბალი დონეა
არ მაინტერესებს
 
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანები

ევროპის განათლების ფონდმა (ETF) მიმდინარე წლის 6 ნოემბერს ქ.თბილისში ჩაატარა სამუშაო შეხვედრა „არაფორმალური და ინფორმალური სწავლების დამტკიცება“ (VNFIL), რომელიც ორგანიზებული იყო რეგიონური პროექტის „უწყვეტი პროფესიული სწავლება აღმოსავლეთ ევროპაში“ ფარგლებში.

შეხვედრის მონაწილე ყველა ქვეყნის წარმომადგენელემა აღნიშნა, რომ სრულიად იზიარებს ცხოვრების განმავლობაში  სწავლებას (Lifelong Learning - LLL), როგორც განათლების ახალი ეპოქის საყოველთაოდ აღიარებულ პარადიგმას და რომ არაფორმალური და ინფორმალური სწავლება წარმოადგენს მის ორგანულ შემადგენელ კომპონენტს. მონაწილეებმა განიხილეს  ფორმალური და არაფორმალური, ინფორმალური განათლების შორის არსებითი, პრინციპული ხასიათის განსხვავებები. აგრეთვე გამოიკვეთა მიღებული განათლების აღიარების მოქმედი ორი ფორმის სხვაობები: სერტიფიკაციის, როგორც ფორმალური განათლების ელემენტის, რომელიც ახდენს ინსტიტუციალური გზით მიღებული განათლების ოფიციალურ აღიარებასა და ვალიდაციის, როგორც პროცესის, რომელიც განიხილავს კომპეტენციებისა და ცოდნის სრულ პალიტრას, მიუხედავად იმისა სად და რა დროში მოხდა მათი შეძენა.

შეხვედრაზე მოხდა:

- „არაფორმალური და ინფორმალური სწავლების დამტკიცების“ კონცეფციეპტუალური ხედვის განხილვა;                                                                                                                  

- 2012-2013  წლებში ჩატარებული სამუშაოებისა და სომხეთის, საქართველოს, უკრაინის მაგალითების შედარება;                                                                                                       -VNFIL-ის შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრა, ETF-ის რეგიონური პროექტის „უწყვეტი პროფესიული სწავლება აღმოსავლეთ ევროპაში“ ფარგლებში.

შეხვედრაზე განხილულ იქნა აქტუალური საკითხები:

    - რატომ VNFIL და ვისთვის არის განკუთვნილი?

    - სხვა და სხვა ბენეფიციარების მოტივაცია;

    - გამოვლენილი ნაკლოვანებები;

    - როგორ ერგება VNFIL სისტემას?

    - რამდენად უნივერსალურია პროფესიული სტანდარტები, სერტიფიცირების სახეობები;

    - ვინ  ანიჭებს ხარისხს სერტიფიკატს“ და ა.შ.

ჩატარებული შეხვედრების შედეგად  ETF-ის მისიის ხელმძღვანელის ქ-ნი ედუარდა მარია კასტელ - ბრანკოს (Eduarda Maria Castel-Branco) და არაფორმალური და ინფორმალური სწავლების საერთაშორისო ექსპერტის დევიდ ჰენდლის (David Handley) მიერ გამოითქვა სურვილი შეხვდნენ ბიზნესმენებს, ბიზნესის დარგობრივი გაერთიანებების ხელმძღვანელებს პრობლემის მიმართ მათი ხედვის გასარკვევად.

ეს შეხვედრა მოეწყო საქართველოს პროფესიული განათლების ფონდის მიერ 8 ნოემბერს ფონდის ოფისში. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სავაჭრო - სამრეწველო პალატის წევრი  ბიზნესის დარგობრივი გაერთიანებების წარმომადგენლები და ცალკეული ბიზნესმენები, რომლებიც არ არიან გაერთიანებული პალატაში:

ირაკლი როსტომაშვილი - საქართველოს მენაშენეთა ასოციაციის პრეზიდენტი;

ვახტანგ იობაშვილი  - საქართველოს ნავთობკომპანიების ასოციაციის პრეზიდენტი;

თენგიზ სვანიძე  - საქართველოს ჩიას მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტი;

ბექა გონაშვილი - საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე;

გიორგი კეპაშვილი  - გადამმუშავებელი საწარმო „ბრეტის“ დირექტორი, საქართველოს მეფუტკრე-ფერმერთა კავშირის პრეზიდენტი;

ნინო გუგბერიძე - რესტორან „ბაბილი - რივერსის“ დირექტორი;

მზია ნაკაშიძე  - არაფორმალური პროფესიული განათლების პროვაიდერი სასწავლო ცენტრის „ინტერსერვისი“ ხელმძღვანელი;  

ნიკოლოზ ბოჭორიშვილი - კომპანია „ვისტას“ წარმომადგენელი საქართველოში, სარაკლამო-დიზაინის კომპანიის მფლობელი;

აგრეთვე, საქართველოს პროფესიული განათლების ფონდის გამგეობის თავმჯდომარე, პალატის საბჭოს წევრი ალექსანდრე ეჯიბაძე.   

შეხვედრდის მონაწილე ბიზნესის წარმომადგენლებმა განსაზღვრეს არაფორმალური და ინფორმალური განათლების ნიშნები და აღნიშნეს, რომ ამ ფორმით მიღებული განათლება: თავისი ხასიათით - ნებაყოფლობითია, მობილური და მოქნილია, ყველასათვის ხელმისაწვდომია; მისი შეძენა ხდება განსხვავებულ ადგილებში და სიტუაციაში; შეიძლება ახდენდეს ფორმალური განათლების შევსებას; ასახავს კომპეტენციების უპირატესობას პრაქტიკულ საქმიანობასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში; ეყრდნობა გამოცდილებასა და ქმედებას, მეტ შესაძლებლობებს ქმნის ბენეფიციარების მოთხოვნილებათა ოპერატიული დაკმაყოფილების მხრივ.

შეხვედრის მონაწილეებმა გამოხატეს ბიზნესის  დაინტერესება არაფორმალური პროფესიული განათლების განვითარების მიმართ და განაცხადეს დარგობრივი გაერთიანებების დაინტერესება შეგირდობისა და პროფესიული მომზადების სხვა ფორმებით მიღებული ცოდნისა და უნარ - ჩვევების აღიარების, თაობაზე. მათ აგრეთვე ხაზი გაუსვეს ვალიდაციის პროცესში ბიზნეს -გაერთიანებების  ჩართულობის აუცილებლობას და  დაადასტურეს მზადყოფნა  გაერთიანებებში ჩამოყალიბებული პროფესიონალ გამომცდელთა მეშვეობით განახორციელონ ვალიდაციის პროცესი და კვალიფიკაციის მინიჭებაც.

ბიზნესის წარმომადგენლებმა გამოთქვეს იმედი, რომ მათი ხედვა და წინადადებები გათვალისწინებული იქნება „არაფორმალური და ინფორმალური სწავლების დამტკიცება“ (VNFIL) კონცეფციის შემუშავებაში და გამოხატეს სურვილი მიიღონ მონაწილეობა კონცეფციის პროექტის განხილვის პროცესში.

კომენტარის დამატება
სახელი, გვარი :
ელ. ფოსტა :
კომენტარი :
უკან
ვიდეო ინტერვიუ
მემორანდუმი პალატასთან 
Video screenshot
 
 
მთავარი ჩვენს შესახებპარტნიორებიჩვენი პროგრამასაექსპერტო თემებიმემორანდუმებიღონისძიებებიკონტაქტი
  © 2018 ყველა უფლება დაცულია Design by SPAR.GE