სიახლეები
.jpg)
შეგირდობის/მოწაფეობის განვითარების მხარდამჭერ ალიანსს (EAFA) დაარსებიდან შეუსრულდა 4 წელი (Leipzig 2013). ოთხლწლიანი არსებობა ალიანსმა 2017 წელს აღნიშნა კუნძულ მალტაზე, სადაც გაიმართა მრგვალი მაგიდა "გზა ევროკავშირის ჩარჩო ხელშეკრულებისაკენ მოწაფეობის ხარისხისა და ეფექტიურობის მისაღწევად".

რამდენად პასუხობს ჩვენი პროფესიული განათლება თანამედროვე ეპოქის, ქვეყნის ეკონომიკის, საზოგადოებისა და უშუალოდ პიროვნების რეალურ მოთხოვნებს? ვფიქრობ, რომ ეს ძალზე აქტუალური საკითხია და არა მხოლოდ განათლების ამ სფეროსათვის. ამის გათვალისწინებით ვეცდებით შემოთავაზებულ პუბლიკაციაში გაშლილად გავცეთ პასუხი საკითხის მრავალ ასპექტს.
კაცობრიობის ისტორიის ადრეულ ეტაპებზე, როდესაც არ არსებობდა სპეციალიზებული დაწესებულებები და არც სპეციალურად მომზადებული მასწავლებლები, ადამიანი უკვე იყენებდა სწავლების სხვადასხვა ფორმებს, რომელთა ნაწილი დღესაც არ არის მივიწყებული. თანამედროვე სამყაროშიც ადამიანს არა მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, არამედ სხვა, ალტერნატიული გზითაც შეუძლია შეიძინოს ან გააუმჯობესოს ცოდნა და უნარები, ვინაიდან სწავლების მხოლოდ ტრადიციული ფორმებისა და მეთოდების გამოყენებით ზოგჯერ არ მიიღწევა სასურველი შედეგი.