საექსპერტო თემები პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესება მიჩნეულია საქართველოს სოციალური და ეკონომიკური ახლანდელი პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანად. მაგრამ პროფესიული განათლების სისტემის რეფორმისგანხორციელების პროცესში შეიმჩნევა მიდგომების ერთფეროვნება და სიმცირე,რომლებიც შესაძლებელს გახდიდნენ რეფორმირების ექსტენსიურიდანინტენსიური მექანიზმებზე გადაყვანას.
ჩვენი აზრით, განათლების სფეროში სხვადასხვა საექსპერტო ღონისძიებებისზრდა მოითხოვს სპეციალისტების მომზადებას, რომლებიც განათლებისსფეროში კვლევების საფუძველზე და პრაქტიკული საქმიანობის შედეგებისგათვალისწინებით შეძლებდნენ პროფესიონალური ექსპერტიზის ჩატარებას. საკონტროლო -ანალიტიკური (საექსპერტო) საქმიანობის სრულყოფა განათლების სფეროში სტრატეგიული და ინოვაციური გადაწყვეტილებებისმიღებისათვის შეუძლებელია კომპეტენტური სპეციალისტების (ექსპერტების)კვალიფიციური დასკვნების ან გადაწყვეტილებების გარეშე.
ფონდის საბჭოს მიერ დამტკიცებულ ექსპერტთა ჯგუფები:
მრეწველობის დარგების პროფესიებში - 14 ექსპერტის შემადგენლობით;სოფლის
მეურნეობის დარგების პროფესიებში - 32 ექსპერტის შემადგენლობით;
მომსახურების სფეროს დარგების პროფესიებში - 15 ექსპერტის შემადგენლობით;
ტრანსპორტი - 4 ექსპერტის შემადგენლობით.

რამდენად პასუხობს ჩვენი პროფესიული განათლება თანამედროვე ეპოქის, ქვეყნის ეკონომიკის, საზოგადოებისა და უშუალოდ პიროვნების რეალურ მოთხოვნებს? ვფიქრობ, რომ ეს ძალზე აქტუალური საკითხია და არა მხოლოდ განათლების ამ სფეროსათვის. ამის გათვალისწინებით ვეცდებით შემოთავაზებულ პუბლიკაციაში გაშლილად გავცეთ პასუხი საკითხის მრავალ ასპექტს.

ევროპული პოლიტიკა პროფესიულ განათლებასა და მოზადებაში ეფუძნება ევროპის თანამეგობრობის დამფუძნებელი ხელშეკრულების 150-ე მუხლს, რომელშიც დეკლარირებულია, რომ: "პროფესიულ განათლებაში თანამეგობრობა ატარებს პოლიტიკას, რომელიც მხარს უჭერს და ავსებს წევრი სახელმწიფოების ქმედებებს პროფესიული სწავლების შინაარსსა და ფორმაზე მათ მხრიდან მკაცრი პასუხისმგებლობის პირობებში."