პროექტი - ევროკომისიის ინიციატივაა, რომელსაც ახორციელებს Eurochambres
პროექტს აფინანსებს ევროკავშირი
East Invest - საინვესტიციო და სავაჭრო გარემოს გაუმჯობესების რეგიონალური პროექტია, რომელიც ემსახურება ეკონომიკურ განვითარებას აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონში და დაიწყო ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში.
პროექტი მიზნად ისახავს ბიზნესის, მცირე და საშუალო მეწარმეობის დამხმარე ორგანიზაციების (BSO) მხარდაჭერას აღმოსავლეთი პარტნიორობის ექვს ქვეყნაში (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი, მოლდოვა, უკრაინა), რომლთაც გააჩნია ევროკავშირთან ორმხრივი თანამშრომლობისა და საინვესტიციო ურთიერთობების პოტენციალი.
მისი ძირითადი ამოცანებია
• ინვესტიციებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის წახალისება და სტიმულირება როგორც ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს, აგრეთვე 6 სამიზნე ქვეყნებს შორის.
• "აღმოსავლეთის ალიანსის" შექმნა, ორივე მხარეს ბიზნესის მხადამჭერი ორგანიზაციების (BSO) მობილიზება კერძო სექტორისა და ხელისუელების მდგრად პარტნიორულ ურთიერთობებში და დიალოგში მონაწილეობისათვის.
• კონკრეტული ღონისძიებების შემუშავება, რომლებიც ხელს შეუწყობენ რეგიონში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებაში რეალური შედეგების მიღწევას
ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციებისათვის (ბმო):
- ბიზნესის დამხმარე ორგანიზაციებისათვის (BSO) ტექნიკური დახმარების გაწევა, მათ გასაძლირებლად მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისა და ინტერესების წარმოდგენის სფეროში.
- East Invest აკადემიის შექმნა, რომელიც შესთავაზებს სპეციალიზებულ სწავლებას მართვის სფეროში.

აკადემიის კონცეფცია იყო შეიმუშავებული EUROCHAMBRES მიერ ათი წლის წინ. თავდაპირველად აკადემიის ძალისხმევა და ყურადღება გამახვილებული იყო ევროპის სავაჭრო-სამრეწველო პალატებზე, შემდგომ მან გააფართოვა საქმიანობა და საქმიანობაში ჩართო ღონისძიებები აღმოსავლეთ ევროპაში, აზიასა და ლათინურ ამერიკაში.