სიახლეები

CEDEFOP -ის (პროფესიული მომზადების განვითარების ევროპული ცენტრი) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, რომელიც ეძღვნებოდა მოწაფეობის/შეგირდობის ფორმით სწავლების მართვისა და დაფინანსების საკითხებს, UEAPME - ის (ხელობების, მცირე და საშუალო საწარმოების ევროპული ასოციაცია) წევრებმა განსაკუთრებით აღნიშნეს პროფესიული მომზადების სისტემის გაუმჯობესებისა და მცირე და საშუალო ზომის საწარმოთა მხარდაჭერის აუცილებლობა.

აკადემიის კონცეფცია იყო შეიმუშავებული EUROCHAMBRES მიერ ათი წლის წინ. თავდაპირველად აკადემიის ძალისხმევა და ყურადღება გამახვილებული იყო ევროპის სავაჭრო-სამრეწველო პალატებზე, შემდგომ მან გააფართოვა საქმიანობა და საქმიანობაში ჩართო ღონისძიებები აღმოსავლეთ ევროპაში, აზიასა და ლათინურ ამერიკაში.
ფორმალური განათლებისა და არაფორმალური სწავლების ურთიერთქმედება
საზოგადოების გარკეული ნაწილი განათლების სფეროს აღიქვმს ჩვეული სტერეოტიპებით: განათლება - ეს არის ბაგა-ბაღი, სკოლა, უნიერსიტეტი (ზოგს მოგვიანებით ახსენდება, რომ კიდევ არსებობს პროფესიული კოლეჯიც) და ამ კატეგორიას მიაჩნია, რომ მხოლოდ ფორმალური განათლების ეს სასწავლო დაწესებულებები სრულად ასახავენ მეტად მნიშვნელოვან სოციალურ სფეროს. ამიტომაც არავის არ გვიკვირს, რომ სახელმწიფოს ფინანსური რესურსები და საკანონმდებლო აქტები (სახელმწიფო კანონები თუ უწყებრივი რეგულაციები) ძირითადად მიმართულნი არიან მხოლოდ ფორმალური განათლებისაკენ, როგორც სოციალური პოლიტიკის განსაკუთრებული სფეროსკენ.